ბევრმა ქვიშამ ჩაიარა მას შემდეგ რაც პირველად გავიცანით სპარსეთის პრინცი, და აი იგი დაბრუნდა. ამჯერად იგი მოგვითხრობს დიდი ხნის წინ დავიწყებული წარსულის შესახებ. მას შემდეგ რაც მიიღო წარმოუდგენელი ძალა - დროის ქვიშის მართვის შესაძლებლობა - იგი გაემგზავრა თავისი ძმის სახელმწიფოში, მაგრამ იქ მხოლოდ სიკვდილი და ნანგრევები დახვდა. თავისი ძმის სახელმწიფოს გადასარჩენად, პრინცი კვლავ ერთვება ბრძოლაში... «Prince of Persia: The Forgotten Sands»-ში მწარმოებლებმა ახალი საბრძოლო მოდელი შექმნეს, რომლის წყალობითაც ბრძოლაში შეიძლება 50-მდე მტერი მონაწილეობდეს. იმისთვის რომ ამდენს გაუმკლავდეს, გმირს მოუწევს გამოიყენოს ბუნების სხვადასხვა ასპექტების მართვა: წყლის, მიწის, ქარის და ცეცხლის სტიქიების. ასე, გაცხარებული ბრძოლის დროს შეგეძლებათ მიწის ძალის გამოყენება დაცვისთვის ან ქარის ძალის შექმნათ მძლავრი ტორნადო, რომელიც ყველა მტერს დარბაზის სხვადასხვა კუთხეში გადაყრის...
ავტორი: iKo
|
კომენტარები:(0)
ნანახია:(654)
|
|