აშშ-სლოვენიას მსაჯი კომან კოლიბალი FIFA-მ დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ყველაფრის მიზეზი კი იყო არაადეკვატური მსაჯობა. აშშ-სლოვენია პირველ
ტაიმში 0-2 დამთავრდა, მაგრამ ამერიკელებმა შეძლეს მეორე ტაიმში არა ორის,
არამედ სამი გოლის გატანა. ყველასთვის გაუგებარი მიზეზით მსაჯმა მესამე
გოლი სლოვენიის კარში არ ჩათვალა და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ამერიკელები ვერ
წყნარდებოდნენ და ყველა მსაჯისკენ მიიწევდა. სწორედ ამიტომ FIFA-მ
გადაწყვიტა მოხსნას მალელი მსაჯი მსოფლიო ჩემპიონატიდან, რაც ჩემი აზრით
სრულიად სამართლიანობაა.